აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. სტუმრებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ იონა წითელაძემ რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობები გააეცნო. დელეგაციის წევრებს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია სპეციალური პრეზენტაციის სახით, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ბახტაძემ წარუდგინა. შეხვედრაზე საუბარი სოფლის მეურნეობაში არსებულ მიღწევებსაც შეეხო. ინფორმაცია პოლონელ სტუმრებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ გააცნო.
21-კაციან დელეგაციას ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი ცეზარი ფშიბილსკი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან სილეზიის ვიცე-მარშალი, რეგიონული პარლამენტის დეპუტატები, რეგიონის პრომოუშენის, ტურიზმის განყოფილებების და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები.
დღესვე, დელეგაცია სასტუმრო „შერატონში“ ‘Expo Batumi 2016’-ის გახსნის ცერემონიალს დაესწრება.
15 მაისს, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეხვდება. დაგეგმილია აგროსერვის ცენტრის, „ისპანის ჭაობისა“ და ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.
აჭარაში ეს ქვემო სილეზიის დელეგაციის საპასუხო ვიზიტია. მიმდინარე წლის 29 მარტიდან 1 აპრილამდე ქვემო სილეზიას აჭარის ა/რ მთავრობის დელეგაცია სტუმრობდა, რის შედეგადაც მხარეებს შორის, სხვადასხვა მიმართულებით, თანამშრომლობის მემორანდუმები გაფრომდა. აჭარის რეგიონი პოლონეთის რესპუბლიკაში ქვემო სილეზიასა და სილეზიის სავოევოდოსთან ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს.
ქვემო სილეზიის დელაგაციის ვიზიტი აჭარაში 16 მაისს დასრულდება.