საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, წიწამური–საგურამო–ცხვარიჭამიის საავტომობილო გზის 6.4 კმ–იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ნავდარაანთკართან იწყება და სოფელ ბურიანთან სრულდება.
წიწამური - საგურამო - ცხვარიჭამიას საავტომობილო გზა უმოკლესი მანძილით აკავშირებს გზის გასწვრივ მდებარე სოფლებს მუნიციპალურ ცენტრთან და ქალაქ თბილისთან, ასევე ცენტრალურ მაგისტრალთან.
პროექტით გათვალისწინებულია, გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, საგზაო სამოსის მოწყობა და მოძრაობის უსაფრთხოებისთვის გზის თანამედროვე ელემენტებით აღჭურვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიმდებარე სოფლების ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მოანკევთზე ასფალტ–ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 934 300 ლარია, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.