12-16 მაისს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი იგეგმება. 21-კაციან დელეგაციას ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი ცეზარი ფშიბილსკი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან სილეზიის ვიცე-მარშალი, რეგიონული პარლამენტის დეპუტატები, რეგიონის პრომოუშენის, ტურუზმის განყოფილებების და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრსა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, სადაც მოხდება ქვემო სილეზიის 10 წლის საერთო სტრატეგიის პრეზენტაციის წარდგენა.
13 მაისს ქვემო სილეზიის დელეგაცია სასტუმრო „შერატონში“ ‘Expo Batumi 2016’-ის გახსნის ცერემონიალს დაესწრება, რომელიც ბათუმში უკვე მეცხრედ ტარდება და ფართო მასშტაბებს ატარებს რეგიონის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
15 მაისს დელეგაციის წევრებს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეხვდება, რის შემდეგაც დელეგაციის წევრები ქობულეთში გაემგზავრებიან და მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდებიან. იქვე მოეწყობა ქალაქ ქობულეთისა და ქალაქ მილიჩის პრეზენტაციები. დელეგატები აგროსერვის ცენტრს და „ისპანის ჭაობსაც“ დაათვალიერებენ, გაეცნობიან ბათუმის ღირსშესანიშნაობებს.
ქვემო სილეზიის დელაგაციის ვიზიტი აჭარაში 16 მაისს დასრულდება.
აჭარის მტავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, ეს ქვემო სილეზიის საპასუხო ვიზიტია. ამა წლის 29 მარტიდან 1 აპრილამდე ქვემო სილეზიას აჭარის ა/რ მთავრობის დელეგაცია სტუმრობდა, რის შედეგადაც თანამშრომლობის მემორანდუმები ბევრი საინტერესო მიმართულებით გაფრომდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობა პოლონეთის რესპუბლიკაში ქვემო სილეზიასა და სილეზიის სავოევოდოსთან ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ბოლო წლებია წარმატებით მიმდინარეობს.