ყირგიზეთში, ჯალალ-აბადის რაიონში კომენდანტის საათმა ორი საათით გადაიწია.
ამის შესახებ "რია ნოვოტი" ყირგიზეთის დროებითი მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, კომენდატის საათის გადაწევა რაიონში ვითარების ნორმალიზებას უკავშირდება, ამიტომ კომენდატის საათი 22:00 საათიდან 06:00 საათამდე დაწესდა.
ყირგიზეთის შსს-ს პრეს სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯალალ-აბადის რაიონში ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში 6 აპრილიდან არეულობა დაიწყო, რასაც 90-მდე ადამიანი შეეწირა. რამდენიმე დღის წინ კი ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მომხრეებმა ჯალალ-აბადის რაიონი დაიკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმსა და ბაკიევის მომხრეებს შორის მომხდარ შეტაკების დროს კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა.
ყირგიზეთის დროებითმა მთავრობა ვითარების სტაბილიზაციისთვის აღნიშნულ რაიონში 1 ივნისამდე კომენდატის საათი გამოცხადა, რომელიც 20:00 საათიდან 06:00 საათამდე გრძელდებოდა.