ყირგიზეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალმაზბეკ ატამბაევი ექს-პრეზიდენტის ყურნაბეკ ბაკიევის მომხრეებს მისი მკველელობის შეკვეთაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ დროებითი მთავრობის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ "ინტერფაქს" განუცხადა.
"სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მაცნობეს, რომ ჩემს მკვლელობისთვის კარგი ფულია გადახდილი. მე არ დავასახლებ სახლეს ვინც ამის უკან დგას, მაგრამ გეტყვით, რომ ამის უკან ერთ-ერთი ბაკიევის მომხრე დგას", - განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას ალმაზბეკ ატამბაევმა.
მისი თქმით, შემსრულებელი "ექვს ნულიანი თანხით" დაჯილდოვდება.