ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში მოსულმა სეტყვამ ნარგავები გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, სეტყვასთან ერთად ძლიერმა წვიმამ სახლის სარდაფები და პროდუქტები გაანადგურა.
მოსახლეობის თქმით, ქუჩაზე არ არსებობს სანიაღვრე სისტემა, რის გამოც ყოველი წვიმის დროს მათი სარდაფები იტბორება.
ადგილობრივი მთავრობის თქმით, ზარალის დათვლა უკვე მიმდინარეობს, რაც შეეხება სანიაღვრე სიტემის მოწყობას, მასზე გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულებულია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.