არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე 273 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის ერთი საარჩევნო უბანი ერევანშიც გაიხსნა.
ამასთან, არჩევნები მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ერთდროულად მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნებში ოთხი პარტია მონაწილებს. არჩევნების მიმდინარეობას 70 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება.