პოლონეთში წყალდიდობით გამოწვეულ ზარალს ითვლიან.
სტიქიური უბედურების ზონიდან უკვე 3 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. წყალდიდობის მიზეზი ხანგრძლივი წვიმები გახდა, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა.
სტიქიამ პოლონეთში 12 ადამიანი იმსხვერპლა, ათამდე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.