უსამა ბენ ლადენი "ალ-ქაიდას" ტერორისტულ დაჯგუფებას აღარ ხელმძღვანელობს. ეს განცხადება აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა გენერალმა დევიდ პეტრუსმა გააკეთა, რომელიც ავღანეთსა და ერაყში სამხედრო მოქმედებებს ხელმძღვანელობს.
"მივიჩნევთ, რომ იგი ჯერ კიდევ ცოცხალია და ძველებურად მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა, ჩვენის აზრით, სამხედრო ოპერაციებს იგი აღარ ხელმძღვანელობს. იგი იძულებულია შორს წავიდეს და დაიმალოს. იგი არსად არ დადის და ამიტომაც მასზე სადაზვერვო ინფორმაციის მიღება და მოპოვება ჭირს. ამასთან ერთად, როგორც ჩანს ყველა ახალი ამბავი ამ ადამიანამდე დაგვიანებით ჩადის. დაახლოებული პირების გავლით", _ აცხადებს გენერალი.
აშშ-სა და ნატოს სამხედრო კონტიგენტის სარდალი ავღანეთში სტენლი მაკკრისტალი მარტის შუა რიცხვებში აცხადებდა, რომ მისი ხელქვეითები თავს არ ანებებენ ცდელობებს ხელში ცოცხლად ჩაიგდონ ბენ ლადენი იმისათვის, რომ "იგი მართლმსაჯულების ხელში გადავიდეს".
აშშ-ს იუსტიციის მინისტრი ერიკ ხოლდენი კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აცხადებდა, რომ მას სჯერა, რომ ბენ ლადენი ოდესმე სასამართლოს წინაშე წარსდგება.
"შესაძლოა მისი ცეცხლად ხელში ჩაგდების ალბათობა მიკროსკოპულად ცოტაა. თუმცა ბენ მოკლული იქნება არ თავისიანების მიერ ან ჩვენიანების მიერ", _ განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული დაზვერვა მიიჩნევს, რომ "ალ-ქაიდას" ლიდერი პაკისტანში იმალება, ავღანეთის მოსაზღვრე სამხრეთ ვაზირისტანის რაიონში. ვაშინგტონის აცხადებს, რომ იგი ბენ ლადენის თავში 27 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის.