დღეს ყაბარდო-ბალყარეთში სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმა მოხდა. გარდაცვლილია სამი სამართალდამცავი, დაჭრილია ერთი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"უცნობმა პირებმა ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს ქალთა კოლონიის თანამშრომლებს. სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის სამი თანამშრომელი გარდაიცვალა, ერთი დაიჭრა", _ იუწყება რუსული მედია.