საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და წალკის რაიონის სოფელ არ-სარვანის საჯარო სკოლის ხელშეწყობით წალკის რაიონის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა.
ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა სოფელ არ-სარვანის საჯარო სკოლის მოსწავლე რამაზან უზუნალოვი. მე-2 ადგილზე გავიდა სოფ. თეჯისის საჯარო სკოლის მოსწავლე რუსლან მუსტაფაევი. ოლიმპიადის 5 საუკეთესო მონაწილეს გადაეცა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის სერტიფიკატი.
საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი არის სამოქალაქო და იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნის განხორციელების ფარგლებში საქართველოს აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ვატარებთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას“. ამგვარი ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს უფრო კარგად იცოდნენ თავიანთი უფლებები და ჩვენი ქვეყნის სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ამას გარდა, ეს ოლიმპიადა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის. ეს ღონისძიება უკვე ჩავატარეთ როგორც თბილისში, ასევე დმანისსა და საგარეჯოში. ვგეგმავთ ყველა აზერბაიჯანულენოვან რაიონში ჩავატაროთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ეს გარკვეულწილად არის შესარჩევი ეტაპი, ვინაიდან ბოლოს გამარჯვებულებს შევახვედრებთ და გამოვავლენთ საუკეთესოებს. - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვი.