ძლიერმა სეტყვამ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სეტყვის შედეგად დაზიანდა ვაზი, ბოსტნეული, და ხე-მცენარეები და ნარგავები. მათი განცხადებით, წყალმა ზოგ სახლში სარდაფები დატბორა.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა გორის მუნიციპალიტეტუს სოფელ ქვემო არცევში მოსავალი ასი პროცენტით განადგურდა. არცევის გარდა დაზარალდა სოფელი ატენი, ქიწნისი, სკრა და ძევერა. ქარელის მუნიციპალიტეტში დაისტეყვა სოფელი ატოცი, ჭვრინისი, დვანი და აბისი.