ძლიერმა სეტყვამ, ყვარლისა და გურჯაანის რაიონები დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა ნახევარსაათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მათივე თქმით, მოსავლის 80% განადგურებულია.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, სპეციალური კომისია დასეტყვილ ნაკვეთებს უკვე ამოწმებს.
,,სეტყვამ რამდენიმე წუთია გადაიღო და ამ დროისთვის ვამოწმებთ ადგილებზე ზუსტად რა ზარალი მოგვაყენა სტიქიამ, წინასწარი მონაცემებით მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია“-აცხადებს ველისციხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნუკრი ბახლიშვილი.