ინდოეთის ქალაქ მანგალორაში ავიაკატარსტროფა მოხდა.თვითმფრინაზე მყოფი 166 მგზავრიდან მხოლოდ რვა გადარჩა.
ავიაკომპანია Air India Express -ის წარმომადგენელის ანუპ შრივასტავის განცხადებით, გადარჩენილი მგზავრები ამ დროისთვის სავაადმყოფოში იმყოფებიან.
მისი თქმით, თვითმფრინავში 160 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, მგზავრებს შორის ოთხი ჩვილი ბავშვი იყო.
თვითმფრინავი "ბოინგ-737-800" ავიარეისს დუბაიდან მანგალორის მიმართულებით ასრულებდა.
ერთ-ერთი გადარჩენილი მგზავრის განცხადებით, თვითმფრინავი ბილიკზე ნორმალურად ჯდებოდა თუმცა, შემდეგ იგი მთელი სისიწრაფით დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. დაფრენიდან 10-15 წამში ძლიერი ვიბრაცია დაიწყო და თვითმფრინავი აერპორტის მიმდებარე ტყეში ორ ნაწილად გაიხლიჩა.
გადარჩენილის განმარტებით, მან თვითმფრინავიდან გადმოხტომა შეძლო, რის შემდეგაც ბოინგს ცეცხლი გაუჩნდა.
მეორე გადარჩენილის, უმარ ფარუკის თქმით, სავარაუდოდ, თვითმფრინავს საბურავი დაუზაინდა და დასაფრენი ბილიკიდან ამის გამო გადავიდა.
"მე მოვასწარი გადმოხმტომა და დაახლოებით 500 მეტრი ვირბინე", - განაცხადა მგზავრმა.
კატასტროფის ადგილას სამაშველო სამსახურები მუშაობენ. დაწყებულია შავი ყუთის ძებნა. ავიაკატასტროფის მიზეზებს სპეციალური კომისია გამოიძიებს.