ნაძალადევის რაიონში საგზაო-ინფრასტრუქტურული და მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელებზე სამუშაოები რამდენიმე ობიექტზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს გუდამაყრის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარის რეაბილიტაცია 12 406 კვ/მ ფართობზე ხორციელდება. აღნიშნულ ქუჩაზე დაგეგმილია სანიაღვრე ქსელის მოწყობაც.
მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ლოტკინის მთის ქუჩაზე (2276,7 კვ/მ) სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწესრიგდება გზის საფარი. გვაზაურის I ჩიხში (626 კვ/მ) გზის საფარის მოწესრიგება ხორციელდება, მანამდე აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა და გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
პარალელურად, გზის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს თემქაზე მე-4 მ/რ- ის II (2000 კვ/მ), I (900კვ/მ) კორპუსების ეზოებში და მე -11 მ/რ - ის 50-ე კორპუსთან სასწავლო დაწესებულებების მიმდებარედ (500 კვ/მ) სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა - ზაზა გაბუნიამ დაათვალიერა.