23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა ინიციატივით, შეგროვდა მხატვრული და სასწავლო ლიტერატურა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით, დღეს სამინისტროს სახელით, გადაეცა საგარეჯოს რაიონის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას.
”იმედი გვაქვს, ჩვენი საჩუქარი გაახარებს ბიბლიოთეკის ერთგულ მკითხველებს, თვალწინ გადაუშლის მათ ახალსამყაროს და დაეხმარება წარმატების მიღწევაში”, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღედ 23 აპრილი იუნესკომ 1995 წელს ოფიციალურად გამოაცხადა, ხოლო მისი აღნიშვნა 1996 წლიდან დაიწყო.
საქართველოში წიგნის საერთაშორისო დღე 2003 წლიდან აღინიშნება.