უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინე გრიშჩენკო აცხადებს, რომ უკრაინა შესაძლოა ევროკავშირის წევრი გახდეს, ისე რომ ნატოში არ გაწევრიანდეს.
"გვაქვს აბსოლუტურად ცხადი მაგალითები იმისა, რომ ნეიტრალური არაბლოკური ქვეყანა, რომელიც არ არის ნატოს წევრი, ევროკავშირის წევრია. ეს არ არის იურიდიული წინაპირობა, არც პოლიტიკური წინაპირობა და არასოდეს არც ერთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ პირობად წამოყენებული არ ყოფილა", _ განაცხადა გრიშჩენკომ.