საქართველოს პრეზიდენტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ზეთისხილის ბაღში ნერგი დარგო და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრა.
მაშნაარელებმა პრეზიდენტს სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება სთხოვეს. სააკაშვილი მათ დაპირდა, რომ ხელისუფლება სოფელს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.
"ყოველი ახალი კომპანია სამუშაო ადგილებს ქმნის და ადამიანების დასაქმება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქართულ-თურქული კომპანია „ჯეოლაივი" 2009 წელს დაფუძნდა. კომპანიის მთავარი მიზანი საქართველოში ზეთისხილის კულტურის პოპულარიზაცია და მისი საწარმოო მასშტაბებით მოშენებაა. კომპანია ჯეოლაინს მაშნაარში 20 000 ნერგი ზეთისხილი აქვს დარგული.