ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის შედეგად წარმოქნილი ფერფლის ღრუბელის გამო, ნორვეგიის ჩრდილოეთში რამდენიმე აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრენები შეწყდა ნარვიკის, ტრომსიოს და სხვა ჩრდილოეთ ნორვეგიის ქალაქების აეროპორტებში. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის აღდგება ხსენებულ ქალაქებში აეროპორტების სრულფასოვანი მუშაობა.