სამგლოვიარო გვირგვინი, რომელიც 17 მაისს ვიკტორ იანუკოვიჩს თავში დაეცა აუქციონზე 1000 აშშ დოლარად იყიდება. აღნიშნული გვირგვინი სასფლაოდან უკრაინულმა ორგანიზაცია "ძმობამ" მოიპარა და მას აუქციონზე ყიდის, რომლის საწყისი ფასი 1000 აშშ დოლარს შეადგენს. შესაბამისი განცხადება უკრაინულმა ორგანიზაცია საკუთარ საიტზეც განათავსა.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს უკრაინის პრეზიდენტი ვიკტორ იანუკოვიჩი და რუსეთის ფედრაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი უკრაინაში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე იმყოფებოდნენ, სადაც ქარის ამოვარდნის შედეგად სამგლოვიარო გვირგვინი საფლავიდან გადმოვარდა და იანუკოვიჩს თავში დაეცა.