ქუთაისში ,,თავისუფალი ზონის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, სახელწოდებით - ,,მოისროლე ბიძინა”, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები
ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას აპროტესტებდნენ, როდესაც აქციაზე მოსულმა რამდენიმე მოქალაქემ, ”ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყნის მოღალატეები უწოდა.