ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის პროკურორებმა დაკითხვაზე მოწმის სახით სუპერმოდელ ნაომი კემპბელის გამოძახება ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტის ჩარლზ ტეილორის საქმესთან დაკავშირებით მოითხოვეს.
ყოფილი პრეზიდენტი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულშია ბრალდებული. კემპბელმა ჩვენება ტეილორის მიერ ნაჩუქარი უდიდესი მოცულობის გადაუმუშავებელი ალმასის შესახებ უნდა მისცეს. პროკურორების მოთხოვნა ჯერ არ დაუკმაყოფილებიათ, აღნიშნულ საკითხს უახლოეს პერიოდში განიხილავენ.
გამოძიების მონაცემებით, ექს-პრეზიდენტმა კემპბელს გადაუმუშავებელი ალმასი 1997 წელს აჩუქა. მოდელი ამ საკითთან დაკაბშირებით ჩვნების მიცემაზე უარს აცხადებს. პროკურორების განცხადებით ტეილორი ალმასებს უკანონოდ ყიდდა და მეზობელი სიერა-ლეონის გაერთიანებული რევოლიციური ფრონტისთვის იარაღს ყიდულობდა. ეს ორგანიზაცია 1991-2000 წლებში სამოქალაქო ომის დროს ათასობით ადამიანის სიკვდილშია დამანშავე.