მექსიკის ყურეში ვითარება სავარაუდოდ მომდევნო კვირაში სტაბილური გახდება. ამის შესახებ BP-ს მაღაჩინოსენები აცხადებენ.
მათი თქმით, BP-ი მიმდინარე კვირის ბოლოს სავარაუდოდ მექსიკის ყურიდან სრულად მოახერხებს კატასრტროფის შედეგად ჩაღვრილი ნავთობის ამოტუმბვას. იმ შემთხვევაში კი, თუ მოვლენები მათი გეგმის მიხედვით არ განვითარდება BP-ს სათადარიგო გეგმაც აქვს, რომლის მიხედვითაც პრობლემას უახლოეს მომავალში გადაჭრის.
"თუ ეს გემა ვერ იმუშავებს, ჩვენ სხვა სათადარიგო გეგმებიც გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი კვირის ბოლოს პრობლემა მოგვარებული იქნება", - აცხადებენ BP-ს წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს ნავთობის პლატფორმაზე აფეთქება მოხდა, რომელსაც ხანძარი მოჰყვა. ორი დღის შემდეგ პლატფორმა ჩაიძირა და ჭაბურღილი დააზიანა. დაზიანებული ჭაბურღილიდან ნავთობმა დაღვრა დაიწყო. კატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ასზე მეტი თანამშრომლის ევაკუირება სამაშველო გემების დახმარებით მოხერხდა. ჭაბურღილიდან სულ 9,5 ათასი ტონა ნავთობი დაიღვარა. რამდენიმე დღეში ნავთობმა ლუიზიანას შტატის ნაპირებამდე მიაღწია.
ამასთან, ეკოლოგების განცხადებით, აშშ-ს მსგავსი მასშტაბის ეკოლოგიური კატასროფა 50 წლის განმავლობაში არ ახსოვს - 1964 წელს ფილადეფიაში მდინარე მისისპიზე ჭაბურღილი აფეთქდა, რომელსაც 126 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყნის ეკოლოგიას უდიდესი ზიანი მიადგა. ამერიკელი ექსპერტების ვარაუდით, მექსიკის ყურეში განვითარებული მოვლენები შესაძლოა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ ეკოლოგიურ კატასტროფად შეფასდეს.