20 მაისიდან ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარი გაიხსნება. შესაბამისი განკარგულება ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გასცა. გამშვები პუნქტი საერთაშორისო სატრანსპორტო ტვირთებსა და სამგზავრო გადამყვანებს, ფიზიკურ პირებს, ასევე კვების პროდუქტებითა და მედიკამენტებით დატვირთულ კონტეინერებს გაატარებს. ყაზახეთის ხელმძღვანელობამ შესაბამისი გადაწყვეტილება ყირგიზეთის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მიიღო.
ყაზახეთმა საზღვარზე შეზღუდვები ყირგიზეთში განვითარებული მოვლენების გამო შემოიღო.
ყაზახეთ-ყირგიზეთის საზღვარი ერთი თვის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. არსებულმა შეზღუდვებმა ორივე ქვეყანაში ვაჭრობის სფეროში დიდი პრობლემები შექმნა. ყაზახეთში შექმნილი დეფიციტის გამო, რეგიონებში საკვებ პროდუქტებზე ფასები გაორმაგდა.