მარსელში საფრანგეთში უდიდესი მეჩეთის მშენებლობა 2010 წლის მაისში დაიწყება. სავარაუდოდ, იგი 7 ათასამდე ადამიანს დაიტევს. მეჩეთის გახსნა 2012 წლისთვისაა დაგეგმილი.
მარსელში 250 ათასი მუსულმანური რელიგიის მიმდევარი ცხოვრობს. ამ დრომდე ისინი იმპროვიზებულ მეჩეთებში, ლოცულობდნენ.
მარსელის მეჩეთის მშენებლობის გადაწყვეტილება 2001 წელს ქალაქის მერმა ჟან-კლოდ გოდენმა მიიღო. აღნიშნული საკითხი ულტრამემარჯვენე მოძრაობის წარმოამდგენლებმა სასამართლოში არაერთხელ გაასაჩივრეს, მაგრამ 2009 წელს მეჩეთის მშენებლობა საბოლოოდ გადაწყდა.
სხვადასხვა ინფორმაციით, საფრანგეთში 5-იდან 6 მილიონამდე მუსულმანი ცხოვრობს.