ჩრდ კორეა სამხრეთ კორეულ ხომალდის ჩაძირვასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. შესაბამის განცხადებას ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის კომისია აკეთებს. ამის შესახებ "სი-ენ-ენი", კორეულ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით იუწყება.
"ხომალდის ჩაძირვასთან ჩრდ. კორეას არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ უკვე გავაფრთხილეთ სამხრეთ კორეელი "ბრალმდებლები" თავი დაანებონ აღნიშნულ ინციდენტში ჩრდ. კორეული კვალის ძებნას", - ნათქვამია ჩრდ. კორეის შესაბამის უწყების განცხადებაში, რომელსაც კორეული ახალი ამბების სააგენტოები ციტირებენ.
ცნობისათვის, ბოლო პერიოდში, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაძაბულია. მიზეზი კი 26 მარტს "ყვითელ ზღვაში" ჩაძირული სამხრეთ კორეული გემია. სამხრეთ კორეული და ამერიკული დაზვერვის მტკიცებით, ხსენებული ხომალდი ჩრდ. კორეულმა წყალქვეშა ნავმა ტორპედოს გასროლით ჩაძირა.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყნაში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს ჩრდ. კორეასთან ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვიტისკენ მოუწოდა. 15 მაისს კი, ორი ქვეყნის საზღვართან სამხრეთ კორეულმა ხომალდმა ჩრდ. კორეული კატარღების მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.