უკრაინის უმაღლესი რადას 12 დეპუტატი პროკურატურაში 27 აპრილს პარლამენტში განვითარებული მოვლენების განმარტების მისაცემად დაიბარეს. აღნიშნულ დღეს რადამ რუსეთთან შავი ზღვის ფლოტის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.
პროკურატურაში მისვლამდე დეპუტატმა ვიაჩესლავ კირილენკომ იმპროვიზირებულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტი პოლიტიკურ რეპრესიებს ადასტურებს.
"ჩვენ მოვედით იმისათვის, რათა სინამდვილის შეასაბამისი ინფორმაცია მივცეთ, და არა იმისთვის, რომ რაიმე პოლიტიკური დაკვეთა გავითამაშოთ", _ განაცხადა კირილენკომ.
ამასთან კირილენკომ გამოძიების პერსპეტქივები პოზიტიურად შეაფასა. " დარწმუნებული ვარ, სამართლიანობა გაიმარჯვებს, თუ საქმის ობიექტური განხილვა იქნება", _ აღნიშნა დეპუტატმა.
27 აპრილს სასესიო დარბაზში უწესრიგობები დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატები შეეცადნენ უმრავლესობისთვის რუსეთთან შავი ზღვის ფლოტის რატიფიკაციისათვსი ხელი შეეშალათ. სპიკერ ვლადიმერ ლიტვინს კვერცხები ესროლეს. დეპუტატებს შორს დაპირისპირება სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა. მომხდარ ფაქტზე კიევის პროკურატურამ სისიხლის სამართლის საქმე აღძრა.