ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების– ფოკისა და განჯის მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ისაუბრა.
„მოხდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების– ფოკისა და განჯის სრული გაზიფიცირება. ეს გულისხმობს 600 ოჯახის ბუნებრივი აირით დაკმაყოფილებას. ამ სოფლებში არის ძალიან მძიმე კლიმატური პირობები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დღეს ჩვენ განვიხილავთ მთავრობის ამ ინციატივისთვის შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის საკითხს,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.