ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს სტეინბერგის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხი კვლავ უთანხმოების საგანად რჩება.
ამის შესახებ სტეინბერგმა ვაშინგტონში, კველევების ცენტრში გამოსვლისას განაცხადა.
"ნათელია, რომ ჩვენ და რუსეთი ერთმანეთთან ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით და ეს ურთიერთობაში წინსვლის საშუალებას არ გავაძლევს. ბევრ ისეთ საკითხში, როგორიც არის ავღანეთი, ანტიტერორიზმი და ბირთვული ტერორიზმი რუსეთი მნიშვნელოვანი და კრიტიკული მოთამაშეა. ის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ საკითხებზე უკეთესი გზების მოძებნა ყველას ინტერესში შედის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე ვთანხმდებით. ჩვენ გავქვს უთანხმოება საქართველოს საკითხზე და იმ გზებზე, თუ როგორ მართავს რუსეთი თავის საზოგადოებას", - განაცხადა სტეინბერგმა და აქვე აღნიშნა, რომ აუცილებელია რიგ საკითხებზე მყარი პოზიციის შენარჩუნება, თუმცა ერთმანეთთან ურთიერთობა არ უნდა შეწყდეს.
ამასთან, ჰილარი კლინტონის თანაშემწემ კრემლს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ 2008 წლის აგვისტოში აღებული საერთაშორისო ვალდებულების შეასრულოს და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს.