21 მარტს 12:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მარნეულს ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს მიულოცავს.
მტავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 13:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მირზა-ფათალ ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრში, ეთნიკურ აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდება.
გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას პირადად გააცნობს და მათ ხედვას მოისმენს.