ევროზანის კრიზისი გასული ათწლეულის განმავლობაში ყველაზე სერიოზული გამოცდაა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ წარმოქმნილი პრობლემის გადალახვა საციცოცხლოდ მიშვნელოვანია, როგორც გერმანიისათვის, ისე ევროპისთვის.
"სავალუტო კავშირი ჩვენი საერთო ბედია. საუბარია, არც მეტი არც ნაკლები, საერთოეროვნული იდეის გადარჩენაზე", _ განაცხადა მერკელმა.
თუ ევრო კრახს განიცდის, ეს მთელ ევროპას კრახითვე დაუბრუნდება. თუ ამ საშიშროების შეჩერებას შევძლებთ. საერთოეროვნული ვალუტა და ევროკავშირი კრიზისის შემდეგ უფრო გაძლიერდება", _ აღნიშნა კანცლერმა.
მერკელმა დეპუტატებს მოუწოდა, ევროკავშირის ლიდერების მიერ დამტკიცებულ 750 მლრდ ევროს მოცულობის სტაბილიზაციის პაკეტს მხარი დაუჭირონ.