გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს შპს „საქართველოს მელიორაციის“ კახეთის რეგიონის დირექტორმა, ნიკოლოზ ქურთიშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გივი გერგიძემ.
მხარეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემებზე არსებულ მდგომარეობაზე. რეგიონის დირექტორმა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების წყალუზრუნველსაყოფად მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და თითოეული პროექტი განიხილა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობასა და ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე.
შეხვედრა გურჯაანის გამგეობაში გაიმართა, რომელსაც კომპანიის, ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის გამგებლის და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.