ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი და აჭარის ავტონომიურირესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაზე დაესწრნენ.
"საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი, ის რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველამოქალაქისთვის კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. ახალი საავადმყოფოთანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს.
ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებობის ისტორიაში სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას მეანობასა და ბავშვთა სამედიცონო მოსამხურებასპირველად შესთავაზებს.
ახალი სახელმწიფო საავადმყოფო ყველა მიმართულების გადაუდებელი მდგომარეობის მომსახურებას უზრუნველყოფს. მოსახლეობა შეძლებს ეფექტური დახელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიღებას.
სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით დაფინანსდება. ამ ეტაპზემიმდინარეობს ფუძის მოწყობის სამუშაოები. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება.
მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.