ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მომხდარი შეტაკების დროს 2 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ადგილობრივი დროით, 17 საათის მონაცემებით სამედიცინო დაწესებულებს 51 დაზარალებულმა მიმართა.
ჯალალ-აბადში არეულობის შემდეგ საავადმყოფოში 6 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, აქედან ერთი გარდაიცვალა, ხოლო სუზაკსკუის საავადმყოფოში გადაყვანილი 10 ადამიანიდან ერთი დაიღუპა.