საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ რომ, ინტენსიური თოვის გამო, გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ხორციელდებოდა.