დღეს, 31 ოქტომბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ბიზნეს-სამეცნიერო ფორუმი დასრულდება.
ფორუმი 29 ოქტომბერს გაიხსნა. საერთაშორისო ბიზნეს-სამეცნიერო ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი თანამემამულე ბიზნესმენებისა და მეცნიერების საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში ჩართვას.
საერთაშორისო ბიზნეს-სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობს მსოფლიოს 13 ქვეყნის ქართული დიასპორის 33 წარმომადგენელი. ფორუმზე წარმოდგენილია პროექტები მედიცინის, განათლებისა და მეცნიერების, ენერგეტიკის, სამრეწველო და ეკონომიკური სფეროებში.