საქართველოში საგარეო ვალის ზრდა 2007 წლიდან ფიქსირდება. ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტის (CEPR) მიერ სახელმწიფო ვალის მოცულობისა და სიმძიმის შეფასების თანახმად, 2005-2006 წლებში საგარეო ვალის კლების ტენდენცია შეიმჩნეოდა.
2005 წელს საქართველოს საგარეო ვალი 3 509.0 მლნ ლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15.6 პროცენტით ნაკლებია, 2006 წელს საგარეო ვალის მოცულობა 2 954.2 მლნ ლარს შეადგენდა, რაც 2005 წლის მაჩვენებლზე 15.8 პროცენტით ნაკლებია. 2007 წელს კი, საგარეო ვალი 3.015.3 მლნ ლარზე დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებლს 2.1 პროცენტით აღემატება.
2008 წელს საგარეო ვალმა 4.4074 მლნ ლარზე დაფიქსირდა, ხოლო 2009 წელს კი - 5.927.4 მლნ ლარზე.
ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ოთხის წლის განმავლობაში ევროგაერტაიენბის მიმართა დავალიანება შეცმირდა, თუმცა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და აზიის განვითარების ბანკის მიმართ დავალიანება.
საქართველოს საგარეო ვალის 73 პროცენტზე მრავალმხრივ კრედიტორებზე მოდის, 2009 წელს ეს მაჩვენებელი 4 048.0 მლნ ლარს შეადგენდა.
"2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვასლიწნებულია საგარეო ვალდებულბების მატება 1 213 527 300 ლარით, ხოლო დავალიანებების დაფრვა 135 318 700 ლარით.
რაც შეეხება ორმხივ კრედიტორებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა საქარტველოს ვალი გერმანიის მიმართ - 2009 წელს ამ ქვეყნის მიმართ საქართველოს ვალდებულებებმა 360 700 000 ლარი შეადგინა, წელს კი 420 200 000 ლარზე ფიქსირდება.
სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების მოცულობა წლების მიხედვით შემცირდა და წელს 6.5 მლნ ლარს შეადგენს.
მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მიმართ არსებული ვალდებულებების შემდეგ, სიდიდით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით (ევროობლიგაციები) ასრებული ვალდებულება მოდის, რომელიც 2010 წლის ბიუჯეტის მონაცემებით, 850 მლნ ლარს შეადგენს.
ევროობლიგაციები 2008 წელს, 5 წლის ვადით იქნა გამოშვებული, მისი დაბრუნება 2013 წლისთვისაა განსაზვრული, რის გამოც აღნშნული წელი, საგარეო ვალდებულებების გასტუმრების თვალსაზრისით საქართველოსთვის ყველაზე მძიმეა.
"აღნიშნული ვალდებულების აღების დროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს დადებითი ოპერაციული სალდო ჰქონდა და დამატებით ვალის აღება მიზანშეწონილი არ იყო. 2013 წელს საქართველოს საგარეო ვალების ძირი თანხის გასასტუმრებლად 771,76 მლნ აშშ დოლარი ესაჭიროება, რაც 2009 წლის ბიუჯეტის 25.2 პროცენტს შეადგენს", - აღნიშნულია შეფასებაში.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ვალდებულება სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული სახსრებით დაიფარება.