,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“, USAID- ის პროექტის ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში’’ - ფარგლებში სათბურის გაზების ემისიების საზომი ხელსაწყო გადმოეცა. აღნიშნულ ხელსაწყოს პირველად რუსთავის ნაგავსაყრელზე გამოცდიან და გამოიყენებენ.
პროექტის ფარგლებში კოპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით საბაზისო კვლევას ითვალისწინებს. შემუშავებული მონაცემები გამოყენებული იქნება ნაგავსაყრელების დახურვისა და შემდგომი მოვლისათვის.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველომ აიღო ვალდებულებები მონიტორინგი გაუწიოს კლიმატის ცვლილებებსა და მეთანის და სხვა აირების შემცირების საკითხებს. დღემდე, საქართველოს არ გააჩნდა არც ტექნიკა და არც ტექნიკური ცოდნა, ამ ვალდებულებების შესასრულებლად.
USAID- ის პროექტის ფარგლებში, ხელსაწყოს ეფექტურად გამოყენების მიზნით,სპეციალისტებს ტრეინინგები ჩაუტარდებათ.
ხელისმოწერის ცერომონიალს USAID- ის მისიის დირექტორი დუგლას ბოლი ესწრებოდა.