ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე ფაქტობრივად მიიღო გადაწყვეტილება იმისა შესახებ, რომ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობას როზა ოტუნბაევა შეასრულებს. ეს განცხადება ყირგიზეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ აზიმბეკ ბეკნაზაროვმა გააკეთა.
მან განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი დეკრეტი, სადაც მითითებული იქნება თუ რა ვადით და როგორ გახდება როზა ოტუნბაევა ყირგიზეთის პრეზიდენტი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში.