"დემოკრატიულმა პარტიამ" წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
რაიონის მოსახლეობას დეპუტატობის კანდიდატები პარტიის ლიდერმა გია თორთლაძემ პირადად გააცნო. "დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარემ წყალტობოელებს საკუთარ საარჩევნო პროგრამაზეც ესაუბრა.
დეპუტატობის კანდიდატები გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას რაიონში არსებული "ყველა პრობლემის" მოგვარებას პირდებიან.