საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 66-ე კმ-ზე (სოფ.ციცხვარის მიმდებარე ტერიტორია) ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწი-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისის ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგელნები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. აღნიშნულ მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგება.