აშშ-მა გაეროს უშიშიშროების საბჭოს განსახილველად წარუდგინა ახალი რეზოლუციის პროექტი ირანის შესახებ, რომელიც ქვეყნის მიმართ არსებული სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ამერიკულმა მხარემ გაეროს უშიშროების საბჭოს ირანში მძიმე ტექნიკის მიწოდების აკრძალვის საკითხის განხილვა შესთავაზა. ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ ახმადინეჯადი დასავლეთის ქვეყნებთან დათმობაზე წასვლაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ბირთვული სამშვიდობო პროგრამის განვითარებას გააგრძელებს.
გაეროს რეზოლუციის პროექტი მოიცავს რიგ სანქციებს, რომელიც ირანის ეკონომიკასა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ეხება. დოკუმენტის მიღების შემთხვევაში ირანის მოქლაქეებისა და კომპანიების უმრავლესობას უცხოეთში ეკონომიკური მოღვაწეობა აეკრძალება. თეირანი ასევე ვეღარ შეძლებს უცხოური კომპანიების დაფინანსებას, რომლებიც ბირთვულ სფეროში მუშაობენ.
ახალი რეზოლუციის მთავრი პუნქტი ირანში მძიმე შეიარაღების განსაზღვრული სახეობის მიწოდების აკრძალვა იქნება. საერთაშორისო მწარმოებლებს ირანისთვის იარღის მიწოდება მანამდეც ეკრძალებოდათ, თუმცა ამ შემთხვევაში კრძალული შეიარაღების სიას რვა ახალი პუნქტი დაემატება. აკრძალული შეიარაღების გაფართოებულ ჩამონათვალში მოხვდება ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, სამხედრო თვითმფრინავები, დამრტყმელი ვერტმფრენები, გემები, რაკეტები და სარაკეტო კომპელქსები.