ბანკოკში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეტაკებების შედეგად მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში 5 ადამიანი დაიღუპა.
გარდაცვლილთა შორის 1 იტალიელი ჟურნალისტია. დაჭრილია 60-ზე მეტი მოქალაქე.
სამთავრობო ძალებმა ე.წ. "წითელპერანგიანების" ბანაკზე შტურმი გვიან ღამით მიიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა ქალაქი დატოვა, რამდენიმე კი ხელისუფლებას ჩაბარდა.
დაკავებულია 20 დემონსტრანტიც.
ტაილანდში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციები მარტიდან მიმდინარეობს, რასაც დღემდე 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა.