აღმოსავლეთ ევროპაში წყალდიდობამ 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 30-მდე ადამიანი. ნალექმა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში მდინარეების ადიდება გამოიწვია. დატბორილია ათეულობით ქალაქი და დასახლებული რაიონი.
წყალდიდობამ ყველაზე დიდი ზარალი პოლონეთს, ჩეხეთს და სლოვაკეთს მიაყენა.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაცია უკვე დაწყებულია.