16-დღიანი გაფიცვის შემდეგ, ტყიბულში კომპანია საქნახშირში დასაქმებული მეშახტეების გაფიცვა შეწყდა. დღეს დილიდან მეშახტეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. უცნობია თუ რა შეთანხმება შედგა მეშახტეებსა და საქნახშირის მფლობელ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს შორის. შეგახსენებთ, რომ ტყიბულში 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მეშახტეების გაფიცვა. ისინი ხელფასების 40% გაზრდას ითხოვდნენ.