საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა ურბნისის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
1 კმ-იანი სარეაბილიტაციო მონაკვეთი ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გზას VI საუკუნის ისტორიულ ძეგლთან - ურბნისის მონასტერთან მივყავართ და სოფელ ურბნისს და ურბნისის მონასტერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს.
გზის სარეაბილიტაცი მონაკვეთი 30 წელია არ შეკეთებულა და ასფალტ-ბეტონის საფარი თითქმის არ იყო შემორჩენილი. პროექტი, ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, კიუვეტებისა და გაბიონების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობას; წყალგამტარი მილებისა და ბეტონის ღარების შეკეთებას. ასევე, გზის შემოფარგვლასა და ჰორიზონტალურ მონიშვნას. ამჟამად, გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 566,6 ათასი ლარია.