ტყიბულში საქნახშირის ადმინისტრაციულ შენობასთან მაღაროელები ისევ შეიკრიბნენ. მათი ნაწილი იქ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა.
მეშახტეების მოთხოვნები უცვლელია და მათ შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მაღაროელები ხელფასის მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მაღაროელები დღეს აქციის გამართვას გამგეობის შენობასთანაც გეგმავენ, ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებენ, პროცესში ჩაერთონ.
მაღაროელები დღეს ტყიბულში მაჟორიტარი დეპუტატის, ელისო ჩაფიძის ჩასვლას ელოდებიან.