უკრაინის უმაღლესმა რადამ ნატოს ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო სწავლების ფარგლებში წვრთნების ჩატარების უფლება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწვეტილებას რადაში მხარი 394-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 226 წავიდა.
საერთაშორისო სწავლება, რომელშიც ნატოს წევრი ქვეყნების მებრძოლები მონაწილეობენ, უკრაინაში ყოველწლიურად იმართება.
ნატოს ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე წვრთნების გამათვის წინააღმდეგ, ტრადიციულად, კომუნისტები გამოდიან.