საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროებაა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე 25 თებერვლის დღის 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.