საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში მდინარე ჩაქვისწყლის კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.
ქალაქ ბათუმის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარე მდინარე ჩაქვისწყლის მარცხენა ნაპირი წყალმოვარდნების დროს ინტენსიურად ირეცხებოდა, რის გამოც დაზიანებული იყო დასახლებასთან დამაკავშირებელი გზა და რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი.
სტიქიური გამორეცხვების გაგრძელების შემთხვევაში, დაზიანების საშიშროება ექმნებოდა მდინარის კალაპოტის მიმდებარე საცხოვრებელ სახლებს.
სტიქიის პრევენციის მიზნით, გატარდა შესაბამისი ნაპირგამაგრებითი ღონისძიებები. კერძოდ, მოეწყო კომბინირებული ნაპირსამაგრი ნაგებობა. მდინარის აგრესიული ზემოქმედებისგან დასაცავად, 186 მეტრის სიგრძეზე, მოეწყო 3 მეტრის სიმაღლის ფლეთილი ქვის ქვანაყარი ბერმა, რომელზეც დაშენდა სამ იარუსიანი გაბიონის კედელი.
სამუშაოები 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდება. ამინდის გაუმჯობესებათან ერთად, სამუშაოები განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის სამუშაოების 90% შესრულებულია.
პროექტი აღნიშნული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 174 999 ათასი ლარია.